|
2017-04-27 17:51:28, 2179 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ახალი ჩანაწერის თანახმად, მიწაზე საკუთრების უფლებას ორგანული კანონი აწესრიგებს
პარლამენტის თავმჯდომარე ირკალი კობახიძემ, ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სხვა თემებთან ერთად, უცხოელებზე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში გაკეთებულ ჩანაწერზე ისაუბრა. კობახიძის განმარტებით, ახალი ჩანაწერი ერთის მხრივ არ ადგენს აბსოლუტურ აკრძალვას მიწის გასხვისებასთან, ან სხვა ფორმით საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ, იძლევა ამ საკითხის ორგანული კანონის დონეზე რეგლამენტაციის შესაძლებლობას. „ახალი ჩანაწერის თანახმად, მიწაზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლებას ორგანული კანონი აწესრიგებს. ამასთან დაკავშირებით იყო სხვადასხვა მოსაზრება, მათ შორის რადიკალურად განსხვავებული. იყო ერთი რადიკალური მოსაზრება, რომელიც ითვალისწინებდა მიწაზე საკუთრების უფლების სრულ შეზღუდვას უცხოელთათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის. იყო პირიქით მეორე მოსაზრება, რომ არანაირი ფორმით არ ასახულიყო ეს საკითხი კონსტიტუციაში. ჩვენ წავედით მიდგომით, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანობაში საკითხის ჯეროვან მოწესრიგებას კანონმდებლობის დონეზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)