02:02 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 17:22:43, 2433 ნახვა

ეკონომიკა
აჭარის ტურისტულ პოტენციალს ბელგიური კომპანიები ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პოტენციალს ბელგიიდან ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ეცნობიან. ვიზიტის მიზანს აჭარის ტურისტული პროდუქტების, ღირსშესანიშნაობების, ასევე მომსახურების ხარისხის, ტურისტული კანონმდებლობის, დაგეგმილი და საინვესტიციო პროექტების გაცნობა წარმოადგენს. 

დღეს, დელეგაციის წევრებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აჭარის ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის დეპარტამენტის  წარმომადგენლებმა რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარეს. 

ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრები აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ. ეწვევიან სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძი“-ს, სადაც განხორციელებულ და მიმდინარე ტურისტულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნობიან. დელეგაცია აჭარას 29 აპრილს დატოვებს. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics