იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის აუდიოსტუდიაში ჩაწერილი 30-მდე ქართული ზღაპრის აუდიოვერსია ინტერნეტში თავისუფალი წვდომით განთავსდა.

" />
10:25 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 19:49:39, 1683 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის აუდიოსტუდიაში ჩაწერილი 30-მდე ქართული ზღაპარი ინტერნეტში განთავსდა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის აუდიოსტუდიაში ჩაწერილი 30-მდე ქართული ზღაპრის აუდიოვერსია ინტერნეტში თავისუფალი წვდომით განთავსდა.

არქივის მოწვევით ბავშვებისათვის ზღაპრები ქართული კინოსა და თეატრის ცნობილმა მსახიობებმა - რუსუდან ბოლქვაძემ, გია აბესალაშვილმა, ქეთევან ჩხეიძემ და რამაზ იოსელიანმა წაიკითხეს. ზღაპრები  მინიატურებით მხატვარმა ზაალ სულაკაურმა გააფორმა.

ახალი ჩანაწერები 2014 წელს დაწყებული პროექტის - „ქართული ზღაპრები - აუდიობიბლიოთეკა" - გაგრძელებაა. სამი წლის წინათ ეროვნულმა არქივმა საკუთარ ფონდებში დაცული, სტუდია „მელოდიაში" 1960-80-იან წლებში ჩაწერილი 100-მდე ზღაპრის აუდიოჩანაწერი ინტერნეტში თავისუფალი წვდომით გამოაქვეყნა. პროექტს დიდი დაინტერესება მოჰყვა, ამიტომ მისი გაგრძელება და ახალი ჩანაწერების შექმნა გადაწყდა.

ახალჩაწერილი ზღაპრები ეროვნული არქივის საიტზე - www.archives.gov.ge და სოციალურ ქსელებში ეროვნული არქივის ოფიციალურ არხებზე  - www.soundcloud.com და www.facebook.com-ზე განთავსდა. ზღაპრები CD  ფორმატშიც გამოიცემა და ხელმისაწვდომი გახდება ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონის მაღაზიაში.

ზღაპრებთან ერთად მსახიობებმა ქართული დიაფილმის გახმოვანებაზეც იმუშავეს და 8 დიაფილმის ტექსტი ჩაწერეს. არქივში 150-ზე მეტი დიაფილმი ინახება და ამჟამად მათი ციფრული ვერსიები მზადდება. ტექსტების აუდიოვერსია ახალ სიცოცხლეს შესძენს 1960-80-იან წლებში პოპულარული მულტიპლიკაციური ფილმების ერთგვარ ნაირსახეობას. 

დიაფილმების გახმოვანებული ვერსიები ეროვნული არქივის www.youtube.com-ის არხზე აიტვირთა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics