|
2017-04-25 12:47:48, 2145 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: პარლამენტმა ორი ძირითადი ამოცანა დაუსახა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ორივე შესრულებულია
„პარლამენტმა ორი ძირითადი ამოცანა დაუსახა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ორივე შესრულებულია“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის განმარტებით, კონსტიტუცია არის დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ქვეყნის შემდგომ განვითარებას. „დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში წარიმართა პროცესი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. პარლამენტმა ორი ძირითადი ამოცანა დაუსახა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, ერთი ამოცანა იყო კონსტიტუციის სრულ შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან. დღეს ეს შესაბამისობა უზრუნველყოფილი არ არის. გვაქვს მთელი რიგი ნორმები, რეგულაციები კონსტიტუციაში, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. ეს დასკვნა არის გამოკვეთილი ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელიც 2010 წელს დადო ამ ორგანომ, თავის დროზე როცა გადაისინჯა ფუნდამენტურად საქართველოს კონსტიტუცია“,-აღნიშნა კობახიძემ. მისივე თქმით, მეორე ამოცანა არის ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას. „ჩვენი ეს ორი ამოცანა ვფიქრობთ, რომ არის შესრულებულია იმ დოკუმენტით, რომელიც არის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული“,-დასძინა კობახიძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)