|
2017-04-24 17:30:22, 2350 ნახვა
მსოფლიო
BBC: დაღესტანში, ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ ხელყუმბარა ააფეთქა - არის მსხვერპლი
დაღესტანის სოფელ აგვალიში მდებარე სკოლაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქება სკოლის კომპიუტერულ კლასში მოხდა. დაღესტანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, ხოლო ერთი ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის კომატოზურ მდგომარეობაში მიიყვანეს. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ინციდენტის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, აქედან 3 პირის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. როგორც Interfax-ი წერს, აფეთქება ხელყუმბარის არასწორი გამოყენების გამო მოხდა. ადგილობრივი შსს-ს ცნობით, აფეთქება იარაღის არასწორი გამოყენების გამო მოხდა, თუმცა ხელყუმბარის არსებობის შესახებ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხელყუმბარა ან თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შენობაში, ფანჯარაში მე-6 კლასელმა შეაგდო. არასრულწლოვანი სავარაუდოდ დაკავებულია.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)