|
2017-04-24 16:15:52, 1970 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: თავდაცვის დოკუმენტში საფრთხეები ადეკვატურადაა შეფასებული
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც საუბარია, რომ „კრემლი აქცენტს აკეთებს რბილი ძალის გაძლიერებაზე, რათა მოახდინოს პრორუსული ჯგუფების გაძლიერება და დასავლური კურსის დისკრედიტრაცია, ასევე, ოკუპირებულ ტერირორიებზე რუსული სამხედრო ძალების ყოფნის პირობებში შენარჩუნდება ფართომასშტაბიანი აგრესიის განახლების საფრთხე“. დოლიძის აზრით, აღნიშნული საფრთხეები თავდაცვის დოკუმენტში ადეკვატურადაა შეფასებული: „ორივე ნახსენები საფრთხე რომ რეალურად საფრთხეა, ამას ბევრი კამათი არ სჭირდება. პირველი, რაც პროპაგანდას შეეხება, არა მხოლოდ საქართველოს, არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ ევროპული და ევროატლანტიკური საფრთხეა და ჩვენ სწორედ ამიტომაც ვებრძვით ამ პროპაგანდას ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, თუნდაც დღეს მე ვიმყოფები აქ (ტექნიკურ უნივერსიტეტში).როდესაც ოკუპანტი კილომეტრ ნახევრიან დაშორებაში იმყოფება ცენტრალურ მაგისტარალთან, ეს რომ პირდაპირი საფრთხეა, ამაზეც ბევრი კითხვა არ ისმის, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველო, რომელიც მშვიდობისმყოფელი და მოყვარე ქვეყანააა, თავის თავდაცვით რესურსებს თავდაცვითი სახით მხოლოდ იუმჯობესებს და ბუნებრივია, მომავალშიც გააუმჯობესებს, ისევე როგორც ნატო-სთან სრული თავსებადობის მიღწევა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის ინტეგრაციული პროცესების კვალდაკვალ. ამიტომ, ეს საფრთხეები აბსოლუტურად ადეკვატურადაა შეფასებული თავდაცვის დოკუმენტში“,-განუცხადა ჟურნალისტებს ვიქტორ დოლიძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)