09:14 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-23 12:21:40, 1784 ნახვა

საზოგადოება
შარტავას ქუჩაზე მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე მშენებლობაზე მუშა დაიღუპა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით,  მამაკაცი სააკაძის მოედანზე სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ბრიგადები მუშაობენ.

მშენებლობას შარტავას ქუჩაზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სამშენებლო კომპანია „x2 დეველოპმენტი“ ახორციელებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს,  მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics