|
2017-04-22 16:34:44, 2367 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: პრეზიდენტის მაღალი სტატუსი უცვლელი რჩება, ის არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის მაღალი სტატუსი უცვლელი რჩება. როგორც კობახიძემ კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, წარმოდგენილი პროექტით, პრეზიდენტი კვლავ არის სახელმწიფო მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და საქართველოს წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში. „პრეზიდენტის მაღალი სტატუსი რჩება უცვლელი, ის არის სახელმწიფო მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და საქართველოს წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში. 2010 წელს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც ვენეციის კომისია განიხილავდა, სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტს ეხებოდა. შემოთავაზების მიზანია, იმ ხარვეზების შესწორება, რომელიც საპარლამენტო სისტემის ფუნქციებთანაა დაკავშირებული. ამას ემსახურება პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის შემოღება. არსებობს დიდი დისპროპორცია ლეგიტიმაციასა და ფუნქციებს შორის, რაც პრობლემებს ქმნის და ამ პრობლემების მაგალითებს სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკაც გვიჩვენებს. ცვლილებების მიზანია იყო მკაფიო ზღვარი გაევლო აღმასრულებელ შტოსა და პრეზიდენტის უფლებამოსილებას შორის, რაც უზრუნველყოფილი დოკუმენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)