|
2017-04-21 13:54:30, 1754 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: უნგრეთის დელეგაციის ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ფორმატში უნგრელ კოლეგას პიტერ სიიარტოს შეხვდა, რომელიც საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. საგარეო უწყების ინფორმაციით, სამუშაო ვახშამზე მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრები და ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა საქართველო-უნგრეთის მეგობრობასა და პარტნიორობას და განაცხადა, რომ უნგრეთის დელეგაციის ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ მიხეილ ჯანელიძეს წარუდგინა საქართველოში უნგრეთის საპატიო კონსულობის კანდიდატი საქართველოში ზაზა ჩარკვიანი. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ საპატიო კონსულის ინსტიტუტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. საქართველოში უნგრეთის საპატიო კონსულის ტიტულს ზაზა ჩარკვიანი 2003-2011 წლებშიც ატარებდა. იგი 1997 წლიდან უნგრული ფარმაცევტული კომპანია „Gedeon Richter"-ის საქართველოში წარმომადგენლობის დირექტორია. ცნობისთვის, 20 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია. უნგრეთის რესპუბლიკის დელეგაციაში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, ეროვნული ეკონომიკის მინისტრი მიჰაი ვარგა, ადამიანური რესურსების მინისტრი ზოლტან ბალოგი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შანდორ ფაზეკაში, ეროვნული განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ანდრაშ არადსკი და პრემიერ-მინისტრის კაბინეტის უფროსი იანოშ ნაგი შედიან.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
"საქართველოს ბანკის" მობილბანკიდან უცხოურ ბანკში გადარიცხვების ფუნქციონალი სრულად განახლდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)