|
2017-04-20 11:49:39, 2036 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ქართველმა ხალხმა ევროკავშირთან და ნატოსთან მიერთება მიზნად დაისახა და ეს გარდაუვალი შედეგია
„ქართველმა ხალხმა ევროკავშირთან და ნატოსთან მიერთება მიზნად დაისახა, ეს არა უბრალო პრიორიტეტი, არამედ გარდაუვალი შედეგია“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაცია ქვეყნისა და რეგიონისთვის დემოკრატიის, უსაფრთხოების, მშვიდობის და განვითარების უფრო მაღალი ხარისხის საწინდარია. „ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ამ საინტერესო ღონისძიებაზე დასწრება, რომლის ორგანიზებაც ითავა ფონდმა, რომელიც ატარებს ალექსანდრე რონდელის სახელს - არაჩვეულებრივი ადამიანისას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების საფუძვლის ჩაყრაში - შედეგად, მივიღეთ ცენტრი, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის შექმნის მიზნით განუწყვეტლივ ქმნის ახალ ინტელექტუალურ ძალას“,-განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)