|
2017-04-19 15:31:28, 2555 ნახვა
მსოფლიო
რეჯეპ ტაიფ ერდოღანი: ევროკავშირი 54 წელია თავის კართან გვალოდინებს და დანაპირებს არ ასრულებს
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, ახალი უფლებამოსილა მას დიქტატორად არ აქცევს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა CNN-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი მასზე მორგებული არ არის. "მე მოკვდავი ვარ, ნებისმიერ დროს შეიძლება მოვკვდე", - აღნიშნა ერდორანმა. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ მან რეფერენდუმის შედეგები თავისი ძალაუფლების გაძლიერებისთვის გამოიყენა. "ეს სისტემა წარმოადგენს თურქეთის დემოკრატიის ისტორიაში ცვლილებას, ტრანსფორმაციას", - განმარტა მან. ერდოღანის თქმით, ახალი ცვლილებები არ წარმოადგენს დიქტატურისკენ გადადგმულ ნაბიჯს. "იქ, სადაც დიქტატურა არსებობს, თქვენ არ გჭირდებათ საპრეზიდენტო სისტემა. ჩვენ საარჩევნო ყუთები გვაქვს, დემოკრატია ხალხისგან იკრეფს ძალას. ამას ჩვენ ხალხის ნებას ვუწოდებთ", - დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა. ინტერვიუში რეჯეპ ტაიფ ერდოღანი ევროკავშირთან არსებულ ურთიერთობებსაც შეეხო. "ევროკავშირი უკვე 54 წელია თავის კართან გვალოდინებს. პოლიტიკური ურთიერთობების თვალსაზრისით, ეს მიუღებელია. ევროკავშირი თავის დანაპირებს არ არულებს", - აღნიშნა ერდორანმა.
საპროტესტო აქციაზე 49 ადამიანი დააკავეს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)