22:28 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 15:11:03, 2613 ნახვა

ეკონომიკა
ავიაკომპანია „Ellinair“ თბილისის მიმართულებით ფრენებს სალონიკიდან და ჰერაკლიონიდან შეასრულებს

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის  ზაფხულის სეზონზე,  ბერძნული ავიაკომპანია „Ellinair“ რეგულარული საჰაერო მიმოსვლებს ჰერაკლიონი-თბილისი-ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე დაიწყებს.

უწყების ცნობით, ასევე ავიაკომპანია განაახლებს ოპერირებას სალონიკი-თბილისი-სალონიკის მიმართულებით.

სალონიკსა და თბილისს შორის რეგულარული რეისები 18 მაისიდან 14 სექტემბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს განხორციელდება, ხოლო ჰერაკლიონსა (კუნძული კრეტა) და თბილისს შორის ავიამიმოსვლა 15 ივნისიდან 14 სექტემბრამდე კვირაში 1 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება. ფრენები Boeing B737, Airbus A319, Airbus A320 და Avro RJ85 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას ზემოთაღნიშნულ მიმართულებებზე ოპერირების ნებართვა 13 აპრილს მიენიჭა.

„Ellinair“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2015 წელს შემოვიდა. ავიაკომპანია მგზავრებს ბერძნული საკურორტო ქალაქების მიმართულებით დაბალ ტარიფიან სეზონურ ფრენებს სთავაზობს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics