|
2017-04-14 18:45:46, 2480 ნახვა
მსოფლიო
WikiLeaks-მა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შესახებ ახალი საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა
WikiLeaks-მა საიდუმლო დოკუმენტების ახალი ნაწილი, Vault 7 გამოაქვეყნა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, საიდუმლო დოკუმენტები ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ეკუთვნის. საიტის თანამშრომლების ინფორმაციით, ახალი პუბლიკაციები 6 დოკუმენტისგან შედგება, რომელიც ჰაკერული პროგრამის შესახებ მოიპოვეს. ჰაკერული პროგრამა განკუთვნილია ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდებისთვის სხვადასხვა მოწყობილობებიდან და ასევე სპეციფიური დავალებების განსახორციელებლად. ეს პროგრამა ზიანს აყენებს ნებისმიერ მოწყობილობას, რომელზეც არის დამონტაჟებული. ამასთან, უცნობი იყო, რომ ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ეკუთვნოდა და ის ამ პროგრამას მოსახლეობის სათვალთვალოდ იყენებდა. შეგახსენებთ, რომ Wikileaks-მა აღნიშნული სააგენტოს საიდუმლო დოკუმენტების პირველი ნაწილი 7 მარტს გამოაქვეყნა. მაშინ ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საიდუმლო დოკუმენტების დამატებით ნაწილებს პერმანენტულად გამოაქვეყნებდნენ. ასევე, აღსანიშნავია, რომ ეს სადაზვერვო უწყების საიდუმლო დოკუმენტების გამჟღავნების ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)