|
2017-04-14 17:44:25, 2494 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო მინისტრი: კონფლიქტი ჩრდილოეთ კორეის ირგვლივ შესაძლოა ნებისმიერ წუთს დაიწყოს
კონფლიქტი ჩრდილოეთ კორეის ირგვლივ შესაძლოა ნებისმიერ წუთს დაიწყოს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა. "ბოლო დროის განმავლობაში უთანხმოება გამწვავდა. გვექმნება შთაბეჭდილება, რომ კონფლიქტი ნებისმიერ წამს შეიძლება განვითარდეს. თუ დაიწყება ომი, ყველა წააგებს - მოგებული ასეთ ვითარებაში ვერავინ იქნება", - აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ ვინც კონფლიქტს დაიწყებს, საკუთარ თავზე ისტორიული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თავის ქმედებებზე პასუხი აგოს. ცნობისთვის, მანამდე, 14 აპრილს, ტელეკომპანია NBC News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოფიციალური ვაშინგტონი მზადაა, ჩრდილოეთ კორეაზე სამხედრო იერიში მიიტანოს, თუ ფხენიანი კიდევ ერთ ბირთვულ ცდაზე წავა. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთ კორეა პრობლემებს ეძებს“. მისივე თქმით, თუ ჩრდილოეთ კორეასთან პრობლემების მოგვარებაში ჩინეთი არ დაეხმარება, აშშ ამას დამოუკიდებლად გააკეთებს. შეგახსენებთ, 2016 წლის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ 20-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. ამასთან, 2 ბირთვული ცდა განახორციელა, რომლებიც გაეროს რეზოლუციის პირობებს არღვევს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)