02:39 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 15:56:36, 1641 ნახვა

საზოგადოება
„ცისფერყანწელთა“ ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ობიექტის ესკიზის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

თბილისის მერიამ ,,ცისფერყანწელთა ორდენის“  წევრი პოეტების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური  ობიექტის  ესკიზის გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადა.  

თბილისის მერიის ინფორმაციით, გამარჯვებულ პროექტს ღია კონკურსის საშუალებით საკონკურსო კომისია გამოავლენს. 

მათივე ცნობით, გამარჯვებული  ესკიზის მიხედვით შექმნილი მემორიალური ობიექტი  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოქანდაკის მიერ შერჩეულ ადგილზე განთავსდება.

 კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ  როგორ ფიზიკურ პირებს, ასევე შემოქმედებით კავშირებსა და ავტორთა ჯგუფს.

 საკონკურსო განაცხადი და მასზე თანდართული დოკუმენტაცია მიიღება თბილისის მერიაში, კონკურსის გამოცხადებიდან 70 კალენდარული დღის განმავლობაში. საკონკურსო წინადადებები  მათი მიღების დასრულებიდან 10 კალენდარულ დღეში საჯაროდ გამოცხადდება. 

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო პირობების შესახებ  იხილეთ: http://tbilisi.gov.ge/news/3572

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics