|
2017-04-13 10:09:18, 1644 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: პროფესიულ სასწავლებლებში 8005-ზე მეტმა მოსწავლემ შეიტანა განაცხადი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, გაზაფხულზე პროფესიულ სასწავლებლებში 8005-ზე მეტმა ახალგაზრდამ შეიტანა განაცხადი. მისივე თქმით, ამ მიმართულების წახალისება დასაქმებას შეუწყობს ხელს: "წელს გავააქტიურეთ პროფესიული განათლების პროგრამა და ძალიან სასიხარულოა, რომ დასრულდა რეგისტრაცია. 25%-ით მეტმა ადამიანმა მოინდომა ამ მიმართულებით სწავლა. 8005-ზე მეტმა მოსწავლემ შეიტანა განაცხადი. მოგეხსენებათ, ამ მიმართულების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, სახელმწიფო მას სრულად აფინანსებს. როგორც წესი, შემოდგომაზე არის ხოლმე სამჯერ მეტი, ვიდრე გაზაფხულის ნაკადზე. დასაქმების მაჩვენებელიც დღეს უკვე ძალიან მაღალია. ბევრი სასწავლებელია, სადაც 95%-ზე მაღალია დასაქმების მაჩვენებელი და ვფიქრობ, ამ მიმართულების წახალისება პირდაპირი გზაა დასაქმებისკენ. დამსაქმებლებიც ძალიან აქტიურად მონაწილეობენ პროფესიული განათლების პროგრამებში",- აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)