|
2017-04-11 20:29:28, 2417 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე პარლამენტის შესაძლო გადატანაზე: ამგვარი შესაძლებლობა თუ გაჩნდება, წინააღმდეგი არ ვარ
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, თუ გადაწყდება, რომ პარლამენტი თბილისშიც და ქუთაისშიც იყოს, ის ამის წინააღმდეგი არაა. როგორც მინისტრმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, ხელისუფლება დანაპირებს ქუთაისის განვიტარებასთან დაკავშირებით არ ივიწყებს. "ყოველთვის მქონდა ჩემი დამოკიდებულება პარლამენტის ქუთაისში ყოფნასთან დაკავშირბით. პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ და არც ახლა მინდა, რომ გავაკეთო. თუმცა მე რამდენადაც გავიგე, ჩანაწერში არის საუბარი, რომ პარლამენტი იყოს ქუთაისშიც და თბილისშიც. ამგვარი შესაძლებლობა თუ გაჩნდება, მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვარ პარლამენტარი, არ ვიქნებოდი წინააღმდეგი და ასე ვფიქრობ. ის, დანაპირები რომელიც ხელისუფლებამ განაცხადა ქუთაისის და საერთოდ რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებით, შესრულდება. მიმდინარეობს ამაზე მუშაობა, მე ეს დანამდვილებით ვიცი და ძალიან მალე, რამდენიმე წელიწადში ის თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს", - აღნიშნა მინისტრმა. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობა შესაძლოა, კონსტიტუციით აღარ იყოს განსაზღვრული.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)