|
2017-04-11 15:34:06, 2412 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება კომენტარი
ზვიად ძიძიგურის თქმით, ქვეყანას ორ ქალაქში განთავსებული პარლამენტი არ სჭირდება
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ქვეყანას ორ ქალაქში განთავსებული პარლამენტი არ სჭირდება. ვიცე-სპიკერის შეფასებით, ორი პარლამენტის არსებობა მძიმე ფინანსურ ტვირთს უკავშირდება. "კომისიის წევრები პოზიციას აფიქსირებენ, რომ კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილსამყოფელის განსაზღვრა საჭირო არ არის - კონსტიტუციაში არც ერთი ქალაქი არ უნდა იყოს მითითებული. თუ კონსტიტუციაში ჩანაწერი გაქრება, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის ადგილსამყოფელად მითითებულია ქუთაისი, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადმოვა. ამის თაობაზე გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი მიიღებს", - განაცხადა ძიძიგურმა. გარდა ამისა, ძიძიგურის თქმით, არჩევნების წინა პერიოდში, მმართველმა გუნდმა პოზიცია დააფიქსირა, რომ ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში სასწრაფო წესით გადმოსვლას არ განიხილავს. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობა შესაძლოა, კონსტიტუციით აღარ იყოს განსაზღვრული.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)