|
2017-04-11 14:40:44, 2491 ნახვა
მსოფლიო
G7-ის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-მარკ ეროს განცხადებით, დიდი შვიდეულის მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მომხდარზე პასუხისმგებლობა ქვეყნის პრეზიდენტ ბაშარ ასადსა და რუსეთის სამხედროებს აკისრებს, რომლებიც სირიის სახელისუფლო ძალებს ეხმარებიან. აქამდე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის ჯონსონის ინიციატივით, რუსეთის წინააღმდეგ, სირიაში განვითარებული მოვლენების გამო, ახალი სანქციები უნდა დაწესდეს. ოფიციალური მოსკოვი და დამასკო ბრალდებებს უარყოფენ. ცნობისთვის, სირიის პროვინცია იდლიბში სავარაუდოდ ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა. თავდასხმის შედეგად 89 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 33 ბავშვი და 19 ქალი. აღნიშნულ ქმედებას აშშ-მა უპასუხეს. ქვეყნის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკამ სირიის საავიაციო ბაზაზე თავდასხმა განახორციელა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით სწორედ საჰაერო ძალებმა სწორედ ის ბაზა ააფეთქეს, რომლიდანაც მოხდა ქიმიური თავდასხმა. ასადმა აშშ-ის ეს ქმედება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს "სულელური გადაწყვეტილება" იყო.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)