|
2015-04-08 11:14:43, 840 ნახვა
სამართალი
დაუბეგრავი მინიმუმით უკანონოდ სარგებლობისთვის რამდენიმე პირი დააკავეს
საგამოძიებო სამსახურმა შემოსავლების სამსახურთან ერთად გამოავლინა სქემა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის დაუფლების ფაქტზე დააკავა მოქალაქეები, ნანა მენთეშაშვილი, ზურაბ ვაჩეიშვილი, ლევან შურღაია და გრიგოლ ძაგანია. ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა გიორგი გრძელიშვილმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა სალომე დევაძე, ნიკოლოზ ვეკუა, ელეონორ გიორგაძე, ნანი კობახიძე, ვასილ გაბუნია. როგორც გრძელიშვილმა განაცხადა, ფაქტობრივად არაფუნქციონირებადი საწარმო შპს „პრომაშინის „ ბუღალტერი ნანა მენთეშაშვილი, მისი ყოფილი მეუღლე გრიგოლ ძაგანია და მათი მეგობარი ზურაბ ვაჩეიშვილი ე.წ. დაუბეგრავი მინიმუმის პროგრამის ამოქმედების შემდეგ განზრახ ყალბი მონაცემების შეტანით აკორექტირებდნენ საწარმოს გასული წლის დეკლარაციებს, რითაც ფიქტიურად დასაქმებულად აჩვენებდნენ საქართველოს ათასობით მოქალაქეს. ამის შემდეგ ამ მოქალაქეების სახელით შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან აგზავნიდნენ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციებს და ამ გზით ბიუჯეტიდან უკანონოდ იღებდნენ დაუბეგრავი მინიმუმის სახელმწიფოს კუთვნილ თანხას. მისივე თქმით, საერთო ჯამში ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზიანმა 419 095 ლარი შეადგინა. " გამოძება ასევე გრძელდება აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით,
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)