07:31 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 16:35:40, 2246 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება რეგიონი
ნატო ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ დე-ფაქტო არჩევნებსა და ე.წ რეფერენდუმს არ აღიარებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებსა და ე.წ რეფერენდუმს, სახელის შეცვლასთან დაკავშირებით, არ აღიარებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

"ცალმხრივი ნაბიჯები რეგიონის სახელის ან სტატუსის შეცვლის თაობაზე, საქართველოში სიტუაციის გრძელვადიანი დარეგულირების ძალისხმევას ზიანს აყენებს. ნატო არ აღიარებს საქართველოს რეგიონებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს.

ალიანსი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში სრულ მხარდაჭერას უცხადებს", - ნათქვამია ნატო-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოკუპირებულ რეგიონში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. "არჩევნების" გარდა, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ რეფერენდუმიც ჩატარდა, სახელის შეცვლასთან დაკავშირებით





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics