|
2017-04-08 13:28:04, 2319 ნახვა
მსოფლიო
რექს ტილერსონი: რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ასადის მხარდაჭერის გაგრძელებას აპირებს
ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური მდივანი რექს ტილერსონი, სირიის საავიაციო ბაზაზე თავდასხმასთან დაკავშირებით რუსეთის რეაქციით იმედგაცრუებულია. თუმცა, როგორც ტილერსონმა აღნიშნა, რუსეთის პოზიცია მისთვის მოულოდნელი არ იყო. "რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ასადის მხარდაჭერის გაგრძელებას აპირებს, რომელიც საკუთარ მოსახლეობაზე თავდასხმებს ახორციელებს. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და მე იმედგაცრუებული ვარ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მსგავს რეაქციას არ ველოდი", - აღნიშნა რექს ტილერსონმა. შეგახსენებთ, რომ სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები და ქალები. ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიის ავიაბაზაზე სამხედრო იერიშის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო. დაიბომბა სწორედ ის ბაზა, რომლიდანაც ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. აღნიშნულის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. მსოფლიო ლიდერებმა აშშ-ის გადაწყვეტილება პოზიტიურად შეაფასეს და მხარი დაუჭირეს. ბაშარ ასადმა კი ამერიკის ქმედებებს "სულელური და უპასუხისმგებლო" უწოდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)