05:10 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-08 12:20:45, 794 ნახვა

რეგიონი
სამტრედიაში 79 დევნილი ოჯახისთვის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

დევნილთა და განსახლების სამინისტრო სამტრედიაში, რესპუბლიკის ქუჩაზე მდებარე შენობას, სადაც  79 დევნილი ოჯახი მძიმე პირობებში ცხოვრობს, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაუტარებს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე სამტრედიაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა და სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

შენობა 79 დევნილ ოჯახს 2013 წლის დასაწყისში გადაეცა. სამშენებლო კომპანიის მიერ სამუშაოების ხარვეზებით შესრულების გამო შენობა დაზიანდა და დღის წესრიგში მისი ხელახალი რეაბილიტაციის საკითხი დადგა. 

აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ უკვე გამოაცხადა ტენდერი სახელმწიფო შესყიდვაზე, რომლის ღირებულება 2 292 748  ლარს შეადგენს.   რეაბილიტაციის პერიოდში, სამინისტრო დევნილ ოჯახებს ქირით უზრუნველყოფს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics