|
2017-04-07 16:52:56, 1867 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის „თიბისი გალერეა“ ოტია იოსელიანის წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლებს
8 აპრილს, 14:00 საათზე, ქუთაისის თიბისი გალერეაში ოტია იოსელიანის წიგნის – „წერილები დაჩის" პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა" 2017 წელს, დეა სოსელიას ილუსტრაციებით გამოსცა. წიგნის პრეზენტაციის პარალელურად, თიბისი გალერეაში დეა სოსელიას ნამუშევრებიც გამოიფინება. ოტია იოსელიანის „წერილები დაჩის" თაობებს შორის დიალოგის ანაბეჭდია. დაჩი მწერლის ვაჟია. იმის მიუხედავად, რომ კრებულს კონკრეტული ადრესატი ჰყავს, ბარათების ფორმით დაწერილი ეს ნოველები, ჩანაწერები თუ მინიატიურები, მაინც სცილდება კონკრეტულ საზღვრებს და ადრესატში არამხოლოდ ზოგადად ახალგაზრდა თაობას მოიაზრებს, არამედ ყველა სავარაუდო მსმენელსა თუ მკითხველს. მეგობრობა, მარტოობა, შემოქმედება, პატივმოყვარეობა, სამშობლო, რწმენა... კრებულში უამრავი თემა იყრის თავს. თითოეულზე დაფიქრება, განსჯა და გადაწყვეტილების მიღება ცხოვრების გზას განსაზღვრავს. პრეზენტაციაზე მკითხველს შესაძლებლობა ექნება ოტია იოსელიანის „წერილები დაჩის", ასევე, „ინტელექტის" სხვა ახალი გამოცემები სპეციალურ ფასად შეიძინოს. დასწრება თავისუფალია. მისამართი: ქ. ქუთაისი, აღმაშენებლის მოედანი #2
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)