|
2017-04-07 13:27:54, 2119 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი ელჩებს: იყავით ჩვენი ხმა ნატოს მომავალ სამიტზე
„მივმართავს ელჩებს, იყავით ჩვენი ხმა ნატოს მომავალ სამიტზე“,-ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. „ნატო-ს ვარშავის სამიტზე პრიორიტეტად შენარჩუნდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა, ასევე საქართველო, შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიული დიალოგის მონაწილედ მიიწვიეს შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოში იწყება. უსაფრთხო შავი ზღვა კი, რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის და გრძელვადიანი მშვიდობის წინაპირობაა. სწორად ამიტომაა აუცილებელი საქართველოს აქტიური ჩართულობა, შავ ზღვაზე უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობაში. ბრიუსელის სამიტის ფორმატიდან გამომდინარე, საქართველო სამიტზე არ ექნება წარმოდგენილი. მივმართავ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელებს და მათ წარმომადგენლებს ჩვენს ქვეყანაში - პატივცემულ ელჩებს: იყავით ჩვენი ხმა ნატოს მომავალ სამიტზე - ევროპული უსაფრთხოება, მათ შორის, საქართველოს და შავი ზღვის უსაფრთხოებით განისაზღვრება!“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)