|
2017-04-06 12:01:24, 2245 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სუბარი: პრეზიდენტი ცდილობს, ცოტა მეტი ფუნქცია შესძინოს თავის თანამდებობას
„პრეზიდენტი წესით უნდა იყოს არბიტრი, იმიტომ რომ ასეთი საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის როლი“, - ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. „მივალთ და მოვისმენთ, თუ რამე კითხვები იქნება, ვთქვათ დევნილებთან დაკავშირებით, გავაკეთებ კომენტარს. პრეზიდენტი წესით უნდა იყოს არბიტრი, იმიტომ რომ ასეთია საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტის როლი. მარგველაშვილი ცდილობს ცოტა მეტი ფუნქცია შესძინოს თავის თანამდებობას, თუმცა ეს შეუძლებელია თუ არ დავბრუნდებით ისევ საპრეზიდენტო მმართველობაზე, როგორიც იყო მაგალითად შევარდნაძე ან სააკაშვილი, როცა მათი იყო მთავრობა, მათი იყო საგარეო და საშინაო პოლიტიკაც. დღეს, ჩვენ ვართ იმ მოდელის ქვეყანა, როგორებიც არიან მაგალითად ჩეხეთი ან გერმანია, სადაც პრეზიდენტის როლი სიმბოლურია და ის უფრო მეტად მედიატორია ვიდრე პოლიტიკის გამტარებელი თუ შემოქმედი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)