|
2017-04-06 10:28:22, 2219 ნახვა
კომენტარი
აგულაშვილი: ხელისუფლება და მოქალაქეები დანაგვიანების პრობლემას თავს ერთად გავართმევთ
„ჩვენი გეგმის მიხედვით, ხელისუფლება და მოქალაქეები დანაგვიანების პრობლემას მალე ერთად გავართმევთ თავს“, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. აგულაშვილის თქმით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ასევე ჩართულებიან არიან შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები. მინისტრის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფმა დანაგვიანების პრობლების მოგვარების მიზნით, მოამზადა პროექტი, რომლის დეტალებიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. „ეს პრობლემა კომპლექსურია, რამდენიმე დღეში დავასრულებთ ამ პროექტს, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების, ასევე ადმინისტრირების მხრივ გაუმჯობესების, საინფორმაციო კამპანიის კიდევ უფრო უზრუნველყოფის, მოსახლეობის ფართო ფენების ჩართულობის, მათ შორის განსაკუთრებულად ახალგაზრდობის ჩართულობის და ამავე დროს რეგიონების ყველა მუნიციპალიტეტს შორის ჯანსაღი კონკურენციის შექმნის მოდელს. ამავე დროს, ეს მოდელი დაფუძნებული იქნება პრაქტიკულად ყოველდღიურ მონიტორინგზე, ყოველდღიური შედეგების ინფორმირებულობაზე. საზოგადოება იქნება ინფორმირებული, თუ როგორ მიდის პროცესები ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში, ვინ ჩაერთო აქტიურად, ვინ რას აკეთებს“,-განმარტა გიგლა აგულაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)