|
2017-04-06 10:08:38, 2296 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: დანაგვიანების პრობლემა საინფორმაციო კამპანიასთან ერთად, სანქციებითაც უნდა მოვაგვაროთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დანაგვიანების მიმართულებით, ქვეყანაში კატასტროფუილი მდგომარეობაა. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გაანცხადა, დანაგვიანების პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ საინფორმაციო კამპანია საკმარისი არაა. პრემიერი სანქციებზე ამახვილებს ყურადღებას: "დანაგვიანების პრობლემის მიმართულებით, პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ კატასტროფული სიტუაცია გვაქვს. ავტობანის მიმდებარე ტერიტორიებზე და არა მხოლოდ. სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო კამპანიით ვერ ვაღწევთ იმ შედეგს, რომ პოლიეთილენის პარკები, თუ სხვა ტიპის ნაგავი არ იყოს მიმოფენილი ჩვენი ქვეყნის ულამაზეს ლანდშაფტზე. ჩვენი მოქალაქეებიც წერენ, ტურისტებიც და ძალიან მძიმე პრობლემაა. ის კომბინირებულად, სანქციებით უნდა მოვაგვაროთ. ეს ჩვენი ღირსების საქმეა",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, 3 აპრილს დედაქალაქში, „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდნენ, რომლებიც მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო, თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის დააჯარიმებენ. პირველი ორი კვირის განმავლობაში, ინსპექტორების გამოჩენას მხოლოდ ინფორმაციული სახე ექნება, ისინი მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით გააფრთხილებენ და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებენ. ამავე თემაზე http://epn.ge/index.php?id=43083 http://epn.ge/index.php?id=43084
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)