|
2017-04-05 15:02:29, 2390 ნახვა
მსოფლიო
პეტერბურგში ტერორისტების სავარაუდო თანამზრახველები დააკავეს
სანქტ-პეტერბურგში 6 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში არიან ეჭვმიტანილები, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული პირები წარმოშობით ცენტრალური აზიიდან არიან და ისინი ტერორისტული ორგანიზაციებისთვის, კერძოდ კი "ჯებჰატ ან ნუსრასთვის" და "ისლამური სახელმწიფოსთვის" ადამიანების რეკრუტირებას ახორციელებდნენ. როგორც მედია წერს, ეჭვმიტანილების საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს. გამომძიებლების მიერ ამოღებულია ისლამური ექსტრემისტული ლიტერატურა, საგნები და დოკუმენტები, რომლებიც სამართალდამცავების თქმით, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია. ამასთან, გამოძიებას ამ ეტაპზე არ აქვს მტკიცებულება, რომ დაკავებულებს რაიმე კავშირი ჰქონდათ იმ პირთან, რომელმაც 3 აპრილს პეტერბურგის მეტროს ვაგონი ააფეთქა. შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს პეტერბურგის მეტროსადგურ "Сенная" და "Технологический институт" შორის აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა, 51 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოგვიანებით მეტროსადგურ "Площадь Восстания" ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ამის შემდეგ მეტროს 63-ვე სადგური დაიხურა და მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. მთელი ქალაქის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)