|
2017-04-04 11:09:36, 1951 ნახვა
კომენტარი
კობაიძე: ხვედელიძეზე თავდასხმა იმ ჯგუფებიდან მოდის, რომელიც მას ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაუპირისპირდა
„ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე გელა ხვედელიძეზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. კობაიძის განცხადებით, ორ სახელმწიფო ინსტიტუტს შორის დაპირისპირებაა, რის გამოც ქვეყანაში კრიმინალთან ბრძოლა სათანადოდ ვერ ხერხდება. "გაზრდილი კრიმინალი ცხადჰყოფს, რომ პოლიციელებს უნდა მიეცეთ მეტი შესაძლებლობა და მეტი თავისუფლება, რათა იმოქმედონ თამამად. დღეს კი ორ სახელმწიფო ინსტიტუტს შორის დაპირისპირებაა. ვგულისხმობ პროკურატურას და შს სამინისტროს, ამიტომ ვერ ხდება კოორდინირებული ქმედებები და კრიმინალთან სათანადო ბრძოლა. ხვედელიძეზე თავდასხმაც იმ ჯგუფებიდან მოდის, რომელიც მას დაუპირისპირდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს. არა მგონია, ხვედელიძის თავდასხმის რეალური შემსრულებელი გამოძიებამ გამოავლინოს, რაც არის საგანგაშო. ფაქტიურად, უკონტროლო ხდება კრიმინალური სიტუაციის გაკონტროლება ქვეყანაში და ეს, ძალიან ცუდ შედეგებს მოგვიტანს“, - აღნიშნავს „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე. ცნობისთვის, ხვედელიძის გუშინ საკუთარ სახლთან ორი ნიღბიანი პირი დაესხა თავს. გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)