|
2017-04-03 18:37:27, 2556 ნახვა
კომენტარი მსოფლიო
მოგერინი: თვალყურს ვადევნებთ ინფორმაციას პეტერბურგიდან - ჩვენი ფიქრები რუს ხალხთანაა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროკავშირის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად პეტერბურგიდან ინფორმაციას თვალყურს ადევნებენ. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ევროკავშირის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად თვალყურს ვადევნებთ ინფორმაციას სანქტ-პეტერბურგიდან. ჩვენი ფიქრები რუს ხალხთანაა“, - წერს ფედერიკა მოგერინი. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში, საბჭოს სხდომას ესწრებიან. შეგახსენებთ, რომ სანქტ-პეტერბურგში მეტროსადგურში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. დაშავებულთა შორის არიან ბავშვები. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. სანქტ-პეტერბურგში მეტროსადგურის აფეთქებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკვე გამოეხმაურა. პუტინის განცხადებით აფეთქებასთან დაკავშირებით განიხილავს ყველა ვერსიას, მათ შორის ტერაქტს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)