|
2017-04-03 16:52:41, 2278 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი მეტროში აფეთქებას გამოეხმაურა - „განვიხილავ ყველა ვერსიას, მათ შორის ტერაქტს“
სანქტ-პეტერბურგში მეტროსადგურის აფეთქებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკვე გამოეხმაურა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ქვეყნის ლიდერი ქალაქ სანქტ-პეტერბურგში სამუშაო ვიზიტით არის ჩასული. პუტინი კულტურულ დედაქალაქში მის ბელარუს კოლეგას ალექსანდრე ლუკოშენკოს ხვდებოდა. ვლადიმერ პუტინი მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის დირექტორს უკვე შეხვდა. მან დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებს და ახკლობლებს სამძიმარი გამოუცხდა. პუტინის განცხადებით აფეთქებასთან დაკავშირებიტ განიხილავს ყველა ვერსიას, მათ შორის ტერაქტს. "უკვე ვესაუბრე ყველა შესაბამის უწყებას. ისინი აფეთქების მიზეზებს ადგენენ და ეცდებიან უმოკლეს ვადებშიმეტი დეტალი გაარკვიონ", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა. მან ასევე დასძინა, რომ დაზარალებულთა და დაღუპულთა ოჯახებს დახმარებას გაუწევენ. შეგახსენებთ, რომ სანქტ-პეტერბურგში მეტროსადგურში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა. დაშავებულტა შორის არიან ბავშვები. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)