|
2017-04-03 13:25:10, 2064 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი აბესაძის შეფასებით, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ პოლიტიკური დებატების გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია
„მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგომის შემდგომ პოლიტიკური დებატები გაიმართოს. „ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგომის შემდგომ გაიმართოს პოლიტიკური დებატები. იმიტომ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში მიმდინარეობს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება არის საპრეზიდენტო უფლებამოსილების შეზღუდვა, მოქალაქეებისთვის პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლების ჩამორთმევა. საუბარია ადგილობრივი თვითმართველ ერთეულებში ბევრგან არჩევითი თანამდებობის პირების გაუქმებაზე და მოსახლეობის ამ ჩართულობის გაუქმებაზე, საუბარია გადასახადების გაზრდის შემზღუდავი ნორმის კონსტიტუციიდან ამოღებაზე, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს ჩვენს ეკონომიკურ ყოფას და კიდევ უფრო მეტად გაურთულებს ცხოვრებას ყოველდღიურად ჩვენს მოსახლეობას“,-აცხადებს ირაკლი აბესაძე. პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 7 აპრილს წარსდგება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)