11:27 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-01 10:12:19, 2640 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლის დასრულების შემდეგ, დებატები გაიმართება. 

როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საპარლამენტო უმრავლესობისთვის ნებისმიერი ფორმატი მისაღებია, მათ შორის დებატები. 

„ჩვენ გავითვალისწინეთ პრეზიდენტის პოზიცია და შესაბამისად, პრეზიდენტის გამოსვლის დროს დებატები იქნება გათვალისწინებული. რაც შეეხება დროს, უმრავლესობასა და უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებისთვის გამოიყოფა 10-10 წუთი, სხვა ფრაქციებისთვის რეგლამენტით გათვალისწინებული 15 წუთი, შესაბამისად, შესაძლოა დებატები რამდენიმე საათის განმავლობაში გვქონდეს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა თქმით, 7 აპრილს პარლამენტში მისი გამოსვლის შემდეგ, პოლიტიკური დებატების გამართვის მომხრეა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
500-ზე მეტმა უკრაინულმა დრონმა რუსეთის 20 რეგიონს შეუტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics