20:04 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 18:26:47, 2897 ნახვა

ეკონომიკა
თბილისში ლეიბების საწარმო შეიქმნება

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში თბილისში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „Toma“-ს თბილისში, ქინძმარაულის ჩიხი #4-ში  მდებარე 671 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა  გადასცა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროდან "ექსპრესნიუსს" აცნობეს, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე კომპანია ლეიბების  საწარმოს შექმნის, რისთვისაც  არანაკლებ 472 350 ლარის ინვესტიციას განახორციელებს  და დაასაქმებს 30 ადამიანს. 

შპს „Toma“ ბაზარზე უკვე 7 წელია  პოზიციონირებს და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სახის სახელმწიფო ტენდერებში. პროგრამა „ააწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანია შეძლებს წარმოების გაფართოვებას და უფრო მეტი პროდუქციის რეალიზებას.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics