15:25 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 14:07:58, 2122 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტის თქმით, ე.წ. მოსმენების კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გააგრძელებს

„მე კონსულტაციას გავაგრძელებ ყველა იმ მხარესთან, ვისაც უნდა და აინტერესებს უფრო კარგი კანონმდებლობის შექმნა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საზოგადოების აქტიური ჩართულობა კანონის განხილვაში, დაბალანსებული და დემოკრატიული კანონმდებლობის წინაპირობაა. 

„ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოება აქტიურადაა ჩართული ამ კანონის განხილვაში. ეს არის წინაპირობა ნორმალური, დაბალანსებული, დემოკრატიული კანონმდებლობის მიღების თვალსაზრისით. ჩვენ ვნახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების, არასაპარლამენტო პარტიების, ბიზნეს სექტორის, საპარლამენტო სექტორის აქტიურობა და, ასეთი ტიპის ჩართულობა ყოველთვის განაპირობებს პროცესის სიჯანსაღეს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესის ბოლო იქნება ძალიან ადეკვატური კანონმდებლობა საქართველოსთვის. 

მე არაერთხელ გამიგია, რომ თითქოს აქ არის დილემა სახელმწიფო ინტერესებსა და ინდივიდუალურ უფლებებს შორის. მინდა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვთქვა, რომ პიროვნების უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები ყოველთვის თანხმობაშია ერთმანეთთან, უბრალოდ, საჭიროა, რომ მივაღწიოთ სწორ ბალანსს და დარწმუნებული ვარ, ამ აქტივობის შედეგად სწორი ბალანსი მიღეწეული იქნება. მე კონსულტაციას გავაგრძელებ ყველა იმ მხარესთან, ვისაც უნდა და აინტერესებს უფრო კარგი კანონმდებლობის შექმნა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ე.წ მოსმენების შესახებ კანონს ვეტო 20 მარტს დაადო. 

პარლამენტმა ე.წ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 22 მარტს დაძლია და იმავე დღეს პირვანდელი რედაქციით დაამტკიცა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics