09:41 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 23:49:12, 1915 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ ყარაულაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრს კერსტინ ლუნდგრენს შეხვდა.

კერსტინ ლუნდგერმა საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცა და საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა.

თავის მხრივ, არჩილ ყარაულაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრს გააცნო ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის შესახებ საზოგადოებასთან სტრატეგიული  კომუნიკაციის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმებზე. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics