Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დღევანდელი დღის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა და მისი შეძენა 2.4390 ლარად არის შესაძლებელი.

" />
19:25 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 17:00:26, 2380 ნახვა

ეკონომიკა
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარს გამყარების ტენდენცია აქვს

Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დღევანდელი დღის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა და მისი შეძენა 2.4390 ლარად არის შესაძლებელი.

გამოცემის ვებგვერდზე განთავსებული ინფომრაციის თანახმად, დღიური მაჩვენებელი ასე გამოიყურება: 2.4387 - 2.4450

გამოცემის ინფორმაციით, Bloomberg-ზე ვაჭრობა დღეს, 1 დოლარი 2.4400 კურსით დაიწყო და 0.04% -იანი გამყარება ფიქსირდება.

ცნობისთვის, თბილისის დროით 17:00 საათზე 1 დოლარის ღირებულება Bloomberg-ზე 2.4390 ლარია, გუშინ კი, მისი შეძენა 2.4400 კურსით იყო შესაძლებელი და ამავე კურსით დასრულდა. 

Bloomberg-ის სისტემაში შეთავაზებების ფასის მიხედვით, მარტის თვის მაჩვენებელი ასე გამოიყურება: ლარი დოლართან მიმართებაში 2.5294-დან 2.4400-მდე მერყეობდა. 

ცნობისთვის, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4452 ლარი ეღირება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics