09:28 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-06 15:06:54, 603 ნახვა

სამართალი
იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ ორი ნოტარიუსი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ორი ნოტარიუსი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ნოტარიუსების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ფაქტთან დაკავშირებით (დანაშაული გათვალისწინებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით) გენერალურ ინსპექციაში გამოძიება 2015 წლის 24 თებერვლიდან მიმდინარეობს.

„გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ ცალკეული ნოტარიუსების მხრიდან (ნ.გ., ლ.ბ.) ადგილი ჰქონდა სარეგისტრაციო მომსახურების გაწევისათვის გადახდილი სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტებს. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული ავტორიზაციის ხელშეკრულების ფარგლებში, აღნიშნული ნოტარიუსები (ნ.გ., ლ.ბ.) რეგისტრაციების დაჩქარებული წესით განხორციელების სანაცვლოდ, დაინტერესებული მოქალაქეებისგან მომსახურების გაწევისათვის იღებდნენ 200 ლარს, ოფიციალურად აფიქსირებდნენ 50 ლარს, ხოლო თანხებს შორის სხვაობას − 150 ლარს ითვისებდნენ.

გატარებული საგამოძიებო და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ორი ნოტარიუსი (ნ.გ. და ლ.ბ.).

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს  ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას და აცხადებს, რომ როგორც აქამდე, მომავალშიც მკაცრი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ ფაქტს, რომელიც ჩადენილი იქნება მოქალაქის საზიანოდ სისტემის რომელიმე თანამშრომლის მიერ“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics