|
2017-03-29 14:27:45, 2223 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ევროპის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით ბრიუსელში ვიზიტი და საქართველოს დელეგაციის მიმდინარე შეხვედრები შეაფასა. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იმისათვის რომ ინტეგრაციული პროცესები გაღრმავდეს. „ყველა ადამიანი, რომელიც მუშაობს პარლამენტის მხრიდან ევროსტრუქტურებში, ისინი, რომლებიც მუშაობენ საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოსთან ურთიერთობებზე, ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ საქართველოს აქვს განსაკუთრებული პროგრესი. იგი ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს , რეალურად უახლოვდება ევროკავშირს თავისი სტანდარტებით, ინსტიტუციებით, კანონმდებლობით და რაც მთავარია წარმოადგენს ევროპის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს", - აცხადებს მიხეილ ჯანელიძემ. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე, რომელიც ახალ შესაძლებლობებს უხსნის საქართველოს მოქალაქეებს, ბიზნეს წრეებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, რათა მათ გააღრმავონ თანამშრომლობა ევროპელ პარტნიორებთან. 2017 წლის 28 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, ვიზიტით ბრიუსელს ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)