|
2015-01-13 14:18:23, 1222 ნახვა
საზოგადოება
მინდია ჯანელიძე „თავისუფლების დამცველთა დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი რიყის პარკში „თავისუფლების დამცველთა დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება, რომელიც საქართველოსა და ლიტვის სახელმწიფოებს, ორი ერის მეგობრობას მიეძღვნა, ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. ამ დღესთან დაკავშირებით ლიტვიდან სპეციალურად 200 მეტრიანი ეროვნული დროშა ჩამოიტანეს და რიყის პარკში გაშალეს. ღონისძიებაზე სამხედრო კომპონენტიც იყო წარმოდგენილი. საქართველოსა და ლიტვის ეროვნული ჰიმნები საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა შეასრულა. რიყის პარკში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იონას პასლაუსკასმა და საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიმართეს. მათ ქართველი და ლიტველი ხალხის მეგობრობაზე ისაუბრეს და ყურადღება დროშის პატივისცემის ცერემონიალის საქართველოში ჩატარებაზე გაამახვილეს. ცერემონიალზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, თბილისის მერი, დავით ნარმანია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ცნობისთვის, 13 იანვარი ლიტველი ხალხისთვის, საქართველოს 9 აპრილის ანალოგია. 1991 წელს საბჭოთა კავშირის სამხედრო შენაერთებმა ვილნიუსში ლიტვის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია დაარბიეს. 12 იანვარს ღამით და 13 იანვარს საბჭოთა "ომონის" რაზმმა დაიკავა რადიო-ტელევიზიის კომიტეტის შენობა და ტელევიზიის ანძა ლიტვაში. ძალადობრივი ოპერაციის შედეგად, დაიღუპა 13 მშვიდობიანი მოქალაქე, 1000-ზე მეტი კი დაშავდა.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)