|
2017-03-28 15:46:25, 942 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ სტუდენტებს საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიულოცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ის სტუდენტ-ახალგაზრდები ესწრებოდნენ, რომლებიც საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებით ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში გადიოდნენ სწავლებას. ზურაბ პატარაძემ მათ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება მიულოცა. მისივე თქმით, ეს უკვე არის მნიშვნელოვანი მიღწევა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები. საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი. საქართველომ უნდა გააგრძელოს თანმიმდევრული სვლა ევროკავშირის მიმართულებით და ჩვენი მთავრობა ამას თქვენთან, ახალგაზრდებთან ერთად აუცილებლად განახორციელებს“,- აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ხაზი გაუსვა ამ პროცესში ბათუმის უნივერსიტეტში არსებულ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობას. სტუდენტებთან შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და მინისტრის მოადგილე, მირიან ქათამაძე, ,,ერასმუს+" პროგრამით მოსარგებლე პედაგოგები და ამჟამად ბათუმის უნივერსიტეტში მყოფი უცხოელი სტუდენტებიც ესწრებოდნენ. შეხვედრა „ერასმუს+" პროგრამის საპრეზენტაციო კლიპით დაიწყო და სტუდენტებისა და პედაგოგების მხრიდან, მათი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების გაზიარებით გაგრძელდა. (NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)