|
2017-03-28 13:57:26, 2151 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, უვიზო მიმოსვლით სარგებლობა არავითარ სატყუარას არ შეიცავს
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ვიზალიბერალიზაციით სარგებლობა არავითარ სატყუარას არ შეიცავს. როგორც პრეზიდენტმა დღეს ლატვიელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ოკუპირებულ ტერიტორიებთან კონფლიქტის დარეგულირება ევროპული ტრადიციების ფარგლებში უნდა მოხდეს. "მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის ბუნებრივია, ამ სიკეთით სარგებლობა არავითარ სატყუარას არ შეიცავს. ჩვენ ქვეყანას ვაძლიერებთ, ვამტკიცებთ, ევროპული მიმართულებით ვავითარებთ. ამ სიკეთით ისარგებლებს ყველა, როგორც ძირითად ტერიტორიებზე მაცხოვრებლები, ასევე ოკუპაციის ხაზს მიღმა მცხოვრები ხალხი. მჯერა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ჩვენს შორის საკითხების გადაწყვეტის ევროპულ გზებს შემოგვთავაზებს და ეს არაერთხელ დაგვიფიქსირებია. იმ სირთულეების გადაწყვეტა, რომელიც არსებობს ჩვენსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ, ჩვენ მოქალაქეებს შორის, უნდა მოხდეს პირველი - აუცილებლად მშვიდობიანად და მეორე, აუცილებლად იმ ფორმატში და იმ ტრადიციაში, როგორშიც ევროპული სახელმწიფოები წყვეტენ ამ პრობლემებს. აქედან გამომდინარე იქნება ეს ასოცირების ხელშეკრულება, იქნება ეს ვიზალიბერალიზაციის მიმართ გადადგმული ნაბიჯი, ყველა ეს ნაბიჯი უფრო გვაახლოვებს ევროპულ, პოლიტიკურ, კულტურას და ამ პოლიტიკური კულტურის ფარგლებში სირთულეების გადაწყვეტის ფორმატებს. მჯერა, რომ მალე დადგება ის დრო, როდესაც ჩვენ ყოველგვარი ემოციის და შესაძლოა ტკივილის გადაბირების მეშვეობით მივალთ ერთიანი, ძლიერი, ევროპული საქართველოს ხედვამდე და ამას აუცილებლად ერთად განვახორციელებთ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)