|
2017-03-28 13:27:41, 2318 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
რაიმონდს ვეიონისი: ლატვია გმობს ქმედებებს, რომლის მიზანია, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ლატვიის პრეზიდენტმა დაგმო ე.წ. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, ასევე ე.წ. რეფერენდუმი, რომელიც სეპარატისულ რეგიონებში ჩატარდა. „ლატვია გმობს ქმედებებს, რომლის მიზანია, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ე.წ. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს, ისევე როგორც ე.წ. რეფერენდუმს, რომელიც ჩატარდა სეპარატისტულ რეგიონებში და მიიჩნევს ამ ქმედებებს უკანონოდ, არასოდეს აღიარებს მას. ის არასოდეს იქნება აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. მნიშვნელოვანია, პატივი ვცეთ ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ის იყოს თავისუფალი ნებისმიერი ტიპის უცხოური ჯარისგან. ლატვია გააგრძელებს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მხარდაჭერას საქართველოში. მას აქვს მასტაბილიზებელი ეფექტი რეგიონში. ლატვია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,-განაცხადა რაიმონდს ვეიონისიმ. მან საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ლატვიაში მიიწვია: „მინდა, დავპატიჟო საქართველოს პრეზიდენტი, ეწვიეთ ლატვიას ნებისმიერ დროს, როდესაც თქვენ მზად იქნებით ვიზიტისთვის“,-მიმართა ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს ლატვიის პრეზიდენტმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)