|
2017-03-28 13:03:56, 2232 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ლატვიის პრეზიდენტი: უვიზო რეჟიმი დასტურია იმისა, რომ რეფორმირების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისიმ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება მიულოცა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი დასტურია იმისა, რომ რეფორმირების პროცესი საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს. ლატვიის პრეზიდენტი დარწმუნებულია, უვიზო მიმოსვლა საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოებს: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ თბილისში და განვიხილავ, თუ როგორ გავაღრმაოთ ურთიერთობა ლატვიასა და საქართველოს შორის, საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან და ნატო-სთან. ჩემი ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს მეგობრობასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე. ლატვია დიდად აფასებს ღია კონსტრუქციულ დიალოგს ჩვენი ქვეყნების მაღალ პოლიტიკურ პირებს შორის. გრძელვადიანი მეგობრობა გრძელდება. ეს ვიზიტი ასევე ძალზე სიმბოლურია, რადგან უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში ძალაში შევიდა დღეს და ეს დასტურია იმისა, რომ რეფორმირების პროცესი საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს და მე დარწმუნებული ავრ, უვიზო მიმოსვლა საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებს ევროპასთან და ვიმედოვნებ, ექნება პოზიტიური გავლენა საქართველო-ლატვიის ორმხრივ თანამშრომლობაზე და ჩვენს ადამიანებს შორის უფრო მჭიდრო კონტაქტზე“,-აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა. ამასთან, რაიმონდს ვეიონისის განცხადებით, ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, საქართველო-ლატვიას შორის გამოუყენებელ პოტენციალს ხედავს. „განსაკუთრებით ისეთ სფეროში როგორიცაა ვაჭრობა, ტურიზმი, ინვესტიციები და ასოცირების ხელშეკრულებამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გახსნა კარი უფრო მჭიდრო ბიზნეს კონტაქტებისთვის“,-განმარტა ლატვიის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)