09:27 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-06 12:24:00, 706 ნახვა

სამართალი
დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

დაჭრილი პოლიციელის, ვალერიან გრძელიშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით გაუმჯობესდა.  როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიციელის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად მძიმეა, თუმცა მკურნალობას ექვემდებარება.

მისივე განცხადებით, პაციენტს  ნაწლავის მრავლობით დაზიანებაზე ოპერაცია ჩაუტარდა.

"ამჟამად ვალიერიან გრძელიშვილის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. მაგრამ გუშინდელთან შედარებით მდგომარეობა გაუმჯობესებულია.უკვე გონებაზეა, ლაპარაკი შეუძლია, მაგრამ კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება, თუ გართულება რამე არ მივიღეთ, ავადმყოფი წესით კარგად უნდა იყოს. ჭრილობა აქვს ერთი გამჭოლი, მაგრამ ამ ერთმა გამჭოლმა ჭრილობამ დააზიანა  მრავლობითად წვრლი ნაწლავები და  მსხვილნაწლავი და პლიუს ღვიძლი. იყო სისხლდენა",-განაცხადა ექიმმა გია აზმაიფარაშვილმა.

ამწუთებში  გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან, რომელიც დაჭრილ პოლიციელს მოინახულებს.

შეგახსენებთ, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერეს. შალვა აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება ამჟამად  გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შალვა აბულაძის დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.   





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics