|
2017-03-27 14:04:49, 2214 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: ევროკავშირის და შენგენის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალქეებისთვის უკვე არსებობს ღია კარი
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ევროკავშირში და შენგენის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალქეებისთვის ერთგვარი ღია კარი არსებობს. მინისტრის თქმით, უვიზო მიმოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბჯია. „იცით უკვე, რომ ხვალიდან დაიწყება უვიზო მიმოსვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ევროკავშირის და შენგენის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალქეებისთვის უკვე არსებობს ერთგვარი ღია კარი, ეს იქნება ხელშემწყობი ფაქტორი მომავალი ბიზნესურთიერთობების განვითარებისთვის, განათლების, სოციალური, ჰუმანიტარული, თუ სხვა თანამშრომლობის თვალსაზრისით. ამას აქვს მჭიდრო პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით ძალიან დიდი დატვირთვა და ბუნებრივია, შემდგომი ნაბიჯები უნდა გადავდგათ ჩვენ ევროპაში. რა თქმა უნდა, მე ხვალ მივემგზავრები. ძალიან მოხარული ვარ, რომ წარჩინებულ სტუდენტებთან ერთად, მექნება საშუალება, ევროპის კულტურის ცენტრში, ათენში, ვიყოთ ერთად, გავმართოთ ფორმალური და არაფორმალური შეხვედრები, შემდგომ კი გავემგზავრებით ბრიუსელში და მაღალი დონის შეხვედრები გვექნება“,-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. შეგახსენებთ, შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო რეჟიმი ხვალიდან ამოქმედდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)