08:49 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-05 14:30:14, 3583 ნახვა

კომენტარი
ზაქარია ქუცნაშვილი: სადაც არის სოციუმი, იქ ყოველთვის ხდება დანაშაული

„სადაც არის სოციუმი, იქ ყოველთვის ხდება დანაშაული“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის ამბავს. 
მისივე შეფასებით, აღნიშნული სიტუაციის დრამატიზება არ უნდა მოხდეს, რადგან პოლიციის ვალია, მოსახლეობის უსაფრთხოება და წესრიგი დაიცვას. 

„სამწუხაროდ დანაშაული არის საზოგადოებრივი,სოციალური მოვლენა.  სადაც არის სოციუმი, იქ ყოველთვის ხდება დანაშაული. და რა თქმა უნდა პირველ რიგში პირველ დარტყმას იღებენ ჩვენი პოლიციელები. სიტუაციიდან დრამატიზირება არ გვეგების. პოლიციელების ვალია, ბრძოლის წინა ხაზზე იყვნენ და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება და წესრიგი დაიცვან“, –აღნიშნა ქუცნაშვილმა. 

შეგახსენებთ, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics