08:53 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-05 12:12:41, 813 ნახვა

სამართალი
ვარკეთილში პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად სპეცოპერაცია ტარდება

ვარკეთილში, შინაგან საქმეთა სამინისტროს  მიმდებარე ტერიტორიაზე,  სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები, სავარაუდოდ,  პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებენ.  ისინი  საცხოვრებელ კორპუსებს ამოწმებენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი  ავტონაწილების ბაზრის სავაჭრო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რის გამოც ბაზრიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

სამძებრო სამუშაოები  ჯავახეთის ქუჩაზეც  ტარდება, სადაც გუშინ ტრაგიკული შეთხვევა მოხდა.

სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

შეგახსენებთ, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics