21:28 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 21:32:52, 2517 ნახვა

მსოფლიო
ლონდონში მომხდარ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა - ერთ-ერთი გარდაცვლილი პოლიციელია

ლონდონში თავდასხმის შედეგად დაშავებული 2 პირი გარდაიცვალა.

BBC-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ერთ-ერთი ექიმის თქმით, გარდაცვლილს მრავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. საავადმყოფოში 20-მდე დაშავებულია გადაყვანილი, თუმცა ექიმები მათ კონკრეტულ რაოდენობას არ ასახელებენ.

რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, იგი პოლიციელია, რომელსაც პარლამენტის შენობასთან შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა. მას ჭრილობა ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

შეგახსენებთ, დღეს ლონდონში, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცივი იარაღით პოლიციელი დაჭრა, შემდეგ კი პარლამენტის შენობისკენ გაიქცა, თუმცა ამ დროს სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსხმელი ადგილზე გარდაიცვალა.

ცოტა ხნის შემდეგ, ვესტმინსტერის ხიდთან ავტომობილი ქვეითებს გამიზნულად დაეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა.

სკოტლანდ-იარდმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

პარლამენტის შენობა ამ დროისთვის ბლოკირებულია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics